თეგებით ძიება

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი

მგზავრობის ან პროფესიული საქმიანობის დროს იყავით მაქსიმალურად ყურადღებიანი და მოწესრიგებული, ამით თავიდან აიცილებთ დღევანდელი დღის ნეგატიური ენერგიების გავლენას და ემოციურ დაძაბულობას.

კურო

მოსალოდნელია თქვენი ფარული მტრებისა და არაკეთილმოსურნე ადამიანების გააქტიურება, იყავით ყურადღებით. შესაძლოა თქვენს ირგვლივ ვიღაც არასასიამოვნო ჭორებს ავრცელებს და ინტრიგებს ხლართავს.

ტყუპები

დღევანდელი დღე თქვენგან პარტნიორულ და ფინანსურ საკითხებში მეტ გარკვეულობას და სიზუსტეს მოითხოვს, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება უკეთესია სხვა დროისათვის გადადოთ.

კირჩხიბი

მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. შეეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მართოთ თქვენი ემოციები.

ლომი

ყურადღებით მოეკიდეთ თქვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და ჯანმრთელობას. ნუ აჰყვებით ცდუნებებს რომანტიკულ თავგადასავლებთან დაკავშირებით, ეცადეთ მეტად დაისვენოთ და არ გადაიღალოთ.

ქალწული

დღეს გაუგებრობები და ოჯახური სკანდალებია მოსალოდნელი. სასურველია თავი ხელში აიყვანოთ და იზრუნოთ ბავშვებსა და ასაკოვან ოჯახის წევრებზე.

სასწორი

სასურველია ეს დღე სახლში გაატაროთ. დაკავდით რაიმე მსუბუქი საქმიანობით, დაისვენეთ, კარგია წმინდა წერილების კითხვა, მედიტაცია, ლოცვა და სასიამოვნო მუსიკის მოსმენა.

მორიელი

ჩვეულებრივზე მეტი ყურადღებით და გულისყურით მოეკიდეთ დღევანდელ საქმეებს და ნუ იჩქარებთ დასკვნებისა და გადაწყვეტილებების მიღებას, გაითვალისწინეთ, რომ დაბნელებების პერიოდი არასასურველია ახალი საქმეებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.

მშვილდოსანი

შესაძლოა, დღეს რაღაც მნიშვნელოვან საიდუმლოს აეხადოს ფარდა და საფრთხე შეექმნას თქვენს ავტორიტეტს, პრესტიჟს და კარიერულ წინსვლას. დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებთან.

თხის რქა

დაბნელების მთელი ემოციური სიმძიმე მკაცრ გამოცდას სწორედ თქვენ გიწყობთ, მოთმინება და გასაიდუმლოებული, მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა შესაძლებლობას მოგცემთ წარმატებას მიაღწიოთ და განახორციელოთ ჩანაფიქრი.

მერწყული

სასურველია წინასწარ მიიღოთ ზომები დღევანდელი მძიმე ენერგიების შესამსუბუქებლად, არ დაუშვათ ნეგატიური ფიქრები, თავი აარიდეთ საქმეების გარჩევასა და მთელი ენერგია მიმართეთ რაიმე სასიკეთო საქმიანობისაკენ.

თევზები

იუმორი, პოზიტიური განწყობა და თავდაჭერილობა კარგ სამსახურს გაგიწვთ. დღეს, შეგიძლიათ იფიქროთ სოციალური საკითხების მოგვარებაზე და ნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა