თეგებით ძიება

მორიგი დაპირისპირება და დაკავებათა სერია "თბილისი პრაიდის" კონტრაქციაზე

"თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დახურული კინოჩვენება გაიმართა. ღონისძიება აქციის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე ვითარება ცოტა ხნის წინ დაიძაბა.

ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გამორღვევა შეძლეს. ინციდენდის შედეგად, სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს.

დახურულ კინიჩვენებას დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებიან, ღონისძიებაზე დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფება. მათ უსაფრთხოებას პოლიცია იცავს.

შეგახსენებთ, რომ "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე ჯგუფები აქციას ამ საღამოდან მართავენ. სამართალდამცველებმა მანამდე 12 აქტივისტი დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა