თეგებით ძიება

"მოძალადისაგან თავს იცავდა" - ქალი, რომელმაც ნათესავი თოფით მოკლა, დამნაშავედ ცნეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 2020 წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ 39 წლის ხაიალა ხუბანოვა დამნაშავედ ცნო. მას 8 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მსჯავრდებულის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები, რომ ხუბანოვა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და მოძალადისაგან თავს იცავდა.

„სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მისთვის წარდგენილ ბრალში. ჩვენ გვქონდა საკმაოდ მყარი არგუმენტები, რომ მკვლელობის დროს ჰაიალა ხუბანოვა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. დასაბუთებული განაჩენი არ ჩაგვბარებია და ჯერ არ ვიცით, რა არგუმენტებზე დაყრდნობით არ გაიზიარა მოსამართლემ ჩვენი პოზიცია. “, – განაცხადა გილაშვილმა.

უფლებადამცველი საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მკვლელობა გასული წლის ოქტომბრის მოხდა. ხაიალა ხუბანოვამ, სანადირო თოფიდან გასროლით ნათესავი კაცი ერთ-ერთ ფერმაში მოკლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა