ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს და კიდევ ორ პირს ბრალი წარედგინათ.
მკვლელობა ზესტაფონში 30 ივნისს მოხდა. სამართალდამცველებმა ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
ინსპექტორ-გამომძიებელი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზეა დაკავებული. მკვლელობაში მონაწილე კიდევ ორ პირს გამოძიება სხვადასხვა მუხლით ედავება.
დაკავებული პოლიციელი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.