3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
შესაძლოა მიმდინარე მოვლენებმა მთლიანად მიიპყროს თქვენი ყურადღება და გაგაღიზიანოთ, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენებთ აღებული საქმის თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. იყავით წინდახედული და მეტად მოქნილი.
კურო
ნუ დაელოდებით ყველაფრის თავისთავად დალაგებას, თუმცა ზედმეტი შფოთი და აჟიოტაჟიც არაფერს გარგებთ, გულისყურით მოეკიდეთ საქმეს და იზრუნეთ ყველაფრის ხარისხიანად შესრულებაზე.
ტყუპები
მეტი იფიქრეთ და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. სხვათა დაპირებებსაც ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას, რადგან შეიძლება დიდი სურვილის მიუხედავად ვერ შეძლონ მოცენული პირობის შესრულება.
კირჩხიბი
შესაძლოა დღეს გაუმკლავდეთ ისეთ საკითხებს, რომლებზეც სხვებს გაბედულება და სითამამე არ ჰყოფნით, თქვენი შეუპოვრობა და ძალისხმევა თავადვე გაგაკვირვებთ, სხვები კი თქვენს შესაძლებლობებში ეჭვის შეტანასაც ვერ გაბედავენ.
ლომი
მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, საჭიროების შემთხვევაში რჩევისთვის მეგობრებს მიმართეთ. ნუ შეგეშინდებათ გული გაუხსნათ, მათი თანადგომა დაგეხმარებათ ნებისმიერი სიტუაციის დალაგებაში.
ქალწული
შესაძლოა დღეს არაკეთილმოსურნეებს გადაეყაროთ და მათ თქვენი გეგმების რეალიზაციას ხელი შეუშალონ. ნუ გაბოროტდებით და ღირსეულად იბრძოლეთ თქვენი პოზიციების დასაცავად.
სასწორი
იმისათვის რომ აღებული ვალდებულება პირნათლად შეასრულოთ დიდი ძალისმევა და ზედმეტი სამუშაოს გაწევაც შეიძლება მოგიწიოთ. მაგრამ ამას ნუ ინანებთ. შედეგები მრავლისმეტყველი და სასიამოვნო იქნება.
მორიელი
როგორი კარგი მიზანი ან განზრახვაც არ უნდა გამოძრავებდეთ, შესაძლოა დღეს ისეთ გარემოში ამოჰყოთ თავი, რომ საკუთარი გეგმების განხორციელება გაგიჭირდეთ.
მშვილდოსანი
კარგი იქნება თუ სამსახურეობრივ კონფლიქტს გაერიდებით და არ ჩაერევით გაუგებრობებსა და გარჩევებში, სასურველია გადახედოთ თქვენს გეგმებს და საქმე სანდო ადამიანებზე გადაანაწილოთ.
თხის რქა
ნუ იქნებით ზედმეტად პრაგმატული და ანგარიშიანი, მოდუნდით და გახალისდით, ცხოვრება სავსეა სასიამოვნო მოულოდნელობებით.
მერწყული
ნებისმიერი საკითხისადმი ფილოსოფიურად მიდგომა და სიტუაციების დადებითი მხრიდან განხილვა, დაგეხმარებათ საქმეების მოგვარებასა და წინსვლაში.
თევზები
დღეს ზომიერების ფარგლებში რისკი გამართლებულია, მთავარია თქვენი სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდეს.