ვაქცინების დეფიციტი აღარ იქნება - თენგიზ ცერცვაძე
ვაქცინების ნაკადი საქართველოში უწყვეტად შემოვა, შესაბამისად, დეფიციტი აღარ იქნება, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
"ვაქცინების ნაკადი საქართველოში უწყვეტად შემოვა. შესაბამისად, აწი ვაქცინების დეფიციტი აღარ იქნება. ამით, საყოველთაო ვაქცინაციის შესაძლებლობა გაჩნდა, რომელსაც გარდა ვაქცინების საკმარისი რაოდენოებისა, ქსელის მზადყოფნა სჭირდება, რომლის მომზადებულია,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ცნობისთვის, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა. მათგან 500 000 დოზა „სინოფარმია“, 500 000 დოზა კი, „სინოვაკი“.