თეგებით ძიება
03. 07. 2021 COVID - 19

რა ახასიათებს "დელტა" შტამს - თენგიზ ცერცვაძე სიმპტომებს ასახელებს

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე იმ სიმპტომებს ასახელებს, რაც კორონავირუსის "დელტა" შტამს ახასიათებს.

როგორც ცერცვაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში განმარტა, "დელტა" შტამის სიმპტომები არ არის სხვა ვარიანტებისგან განსაკუთრებით განსხვავებული, თუმცა პაციენტებს, რამდენიმე მკვეთრად გამოხატული სიმპტომი ახასიათებთ.

მისივე თქმით, "დელტა" შტამი სხვა შტამებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად გადამდებია და დაავადების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს.

"დელტა შტამს ახასიათებს სურდო, წყალისებური სურდო, ცხვირიდან მეტი გამონადენი, მეტად ახასიათებს თავის ტკივილი, მეტად ახასიათებს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომატიკა - უფრო მეტად, ვიდრე სხვა შტამებით გამოწვეულ კოვიდს. მაგრამ, ეს განსხვავება არ არის ისეთი თვალსაჩინო, რომ მარტო ამით დიაგნოზი დაისვას," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა