ფარავნის ტბაში მოზარდი დაიხრჩო
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბაში 17 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო. ახალგაზრდა ტბაში საცურაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
რადიო „ნორის“ ინფორმაციით, შემთხვევა 2 ივლისს საღამოს 23:00 საათისთვის მოხდა.
ცხედარი ტბადან მაშველებმა გამოიყვანეს. არასრულწლოვანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას მკვიდრია.