"საქართველოში პაციენტს მართავენ არა ისე, როგორც მას სჭირდება, არამედ იმ კოდებით, რომელიც უფრო მომგებიანია" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებზე სოციალურ ქსელში მსჯელობს.
მისი თქმით, საქართველოში მკურნალობისას პაციენტების ინტერესებზე წინ ფინანსურ მხარეს ეყენებენ წინ.
"საქართველოში საავადმყოფოებში პაციენტს მართავენ არა ისე, როგორც პაციენტს სჭირდება, არამედ იმ კოდებით, რომელიც უფრო მომგებიანია. ექიმი პაციენტს უნდა მართავდეს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ICD კოდით და არა ფინანსური კოდის მიხედვით, სად უფრო დიდი მოგებაა.
როცა ექიმი პაციენტის მკურნალობაში გადაწყვეტილებას იღებს, ეს გადაწყვეტილება ფინანსებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ექიმი და ექთანი კარგ ხელფასს უნდა იღებდეს. როცა საავადმყოფოები იმართება, როგორც ბანკის ფილიალები, შედეგი გვაქვს ის, რაც გვაქვს.
ეს შესაცვლელია. ჩვენ კი რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ. მივდივართ წინ, როგორც კრეისერი და არ მაინტერესებს, მარჯვნიდან და მარცხნიდან ვინ „მიყეფს“, ვინ მესვრის და ა.შ.", - წერს ფხაკაძე.