თეგებით ძიება
03. 07. 2021 COVID - 19

ტექნიკური ხარვეზი - Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ დაიწყო

ჩინური წარმოების Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეს 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო, პროცესი ვერ დაიწყო.

რეგისტრაციის პორტალი booking.moh.gov.ge პარალიზებულია. უცნობია, როდის აღმოიფხვრება ხარვეზი.

ცნობისთვის, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა. მათგან 500 000 დოზა „სინოფარმია“, 500 000 დოზა კი, „სინოვაკი“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა