თეგებით ძიება
03. 07. 2021 COVID - 19

booking.moh.gov.ge-ზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს - თამარ გაბუნია

ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა ხორციელდება, რის გამოც საიტი არ მუშაობს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა,სპეციალისტები პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ.

"დღეს, დღის პირველი ნახევრიდან იგეგმებოდა რეგისტრაციის დაწყება, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საიტზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს, რაც პროცესი შეაფერხა. პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები და მიმდინარეობს პრობლემის შეფასება იმისათვის, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

booking.moh.gov.ge-ს გარდა, ბაზაში შეფერხების გამო, არ განახლებულა Covid-19-ის დღევანდელი სტატისტიკაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა