მანქანა სავაჭრო ობიექტში შევარდა - შემთხვევა თბილისში
თბილისში, სადგურის მოედანზე, ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე, ავტომობილი სავაჭრო ობიექტში შევარდა.
"ფორმულას" ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ჯიხურში, რომელშიც მანქანა შევარდა, დაზიანებულია ინვენტარი.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები.