საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 381 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 33 002 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 024, „პისიარ“-ტესტით – 17 978.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,11 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,79 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,28 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 369 048 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 353 612 გამოჯანმრთელდა, 5 347 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 267 727 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 442.
კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 907 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 747 პირი.