4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
დღეს თქვენი არგუმენტირებული და დასაბუთებული შეხედულეები კარგ შეფასებასა და მოწონებას დაიმსახურებს. შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო პროექტი ჩაგაბარონ.
კურო
ყურადღებით სიტყვებთან, შესაძლოა თქვენმა უადგილო ფრაზებმა კონფლიქტამდე მიგიყვანოთ და ტკივილი მიაყონოთ თქვენვის მნიშვნელოვან ადამიანებს.
ტყუპები
შესაძლოა ნაცნობებისგან საკმაოდ ღირებული ინფორმაცია მიიღოთ, რაც ძალიან მნიშნელოვანი იქნება თქვენთვის და თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
კირჩხიბი
ყურადღება გამოიჩინეთ იმ ადამიანების მიმართ ვინც თქვენს გარშემო ტრიალებენ, მათი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით საშუალება გექნებათ წინ წაიწიოთ კარიერულ ასპარეზზე.
ლომი
არის მოტყუების ალბათობა, მოუფრთხილდით თქვენს ბიუჯეტს, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ეს დღე გამოიყენეთ ყოველდღიური საქმეების მოგვარებისა და დასვენებისთვის.
ქალწული
დღეს ნუ გექნებათ ნურაფრის მოლოდინი, ჯობია იყოთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების იმედად, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და დაიცავით ემოციური ბალანსი.
სასწორი
თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით შეეცადეთ მათ საკუთარი შესაძლებლობებით გაუმკლავდეთ. ელოდეთ ახალ ნაცნობობასა და მხიარულ თავგადასავალს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენს მომავალზე.
მორიელი
თავი გაარიდეთ სხვათა პრობლემებს და სათქმელს გულში ნუ ჩაიტოვებთ, უფლება გაქვთ ხმამაღლა გამოთქვათ თქვენი აზრი, თუნდაც ის ვინმესთვის იყოს საწყენი.
მშვილდოსანი
დღევანდელი შეხვედრები საქმიან პარტნიორებთან და ხელმძღვანელ პირებთან კარგი და ნაყოფიერი ახალი პერსპექტივების და კარგი ურთიერთობების საწინდარი იქნება.
თხის რქა
წინასწარ ნუ ისაუბრებთ თქვენს გეგმებზე და ნუ მიიქცევთ ზედმეტ ყურადღებას. მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ცუდ ზეგავლენას ახდენენ ან ადრე თავი ცუდად დაგამახსოვრეს.
მერწყული
გაუგებრობებისა და კონფლიქტების ალბათობა მატულობს, არის ქრონიკული დააადებების გამწვავების და გუნება- განწყობის მკვეთრი ცვლილების ალბათობა, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშიდე.
თევზები
დღეს, შესაძლოა საკუთრებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, ნუ აყვებით ნეგატიურ ემოციებს, მალე ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ გადაწყდება.