თეგებით ძიება

იოგურტის ტორტი

ინგრედიენტები:

იოგურტი (ნებისმიერი თქვენი საყვარელი) – 500 გ

ჟელატინი სწრაფადხსნადი - 25 გ (1 პაკეტი)

შაქარი - 4 ს.კ. ან გემოვნებით

ხილი ან კენკრა (თქვენი საყვარელი, შეიძლება გაყინულიც) – 200-300 გ

მომზადება:

ჟელატინს დაასხით გაცხელებული წვენი ან ცხელი წყალი, დატოვეთ სანამ არ გაიხსნება.

იოგურტში (თუ საჭიროა) დაამატეთ შაქარი და კარგად ათქვიფეთ მიქსერით.

ხილი ან კენკრა გარეცხეთ, მოაცილეთ კურკები და საჭიროებისამებრ დაჭერით.

ჟელატინი გადაიღეთ იოგურტში და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ დაჭრილი ხილი ან კენკრა და ფრთხილად აურიეთ.

ფორმას გადააფარეთ ცელოფანი და გადაიღეთ მასა.

შედგით მაცივარში გასაციებლად. სუფრასთან მიტანის წინ გადაიღეთ ფორმიდან ლანგარზე.

გემრიელად მიირთვით!

gurmania.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა