თეგებით ძიება

ქათამის ბარკლები არაჟნით - იაფი და გემრიელი სადილი

ინგრედიენტები:

ქათმის ბარკალი - 1.5 კგ

ნიორი - 8 კბილი

ხორბლის ფქვილი - 2 ს/კ

ხორცის ბულიონი - 300 მლ

დაფქული წითელი წიწაკა - გემოვნებით

კარაქი - 100 გ

ხახვი - 1 ცალი

არაჟანი - 1 ქილა

მწვანე ხახვი - 2-3 ღერი, გასაფორმებლად

მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

1. მოხარშეთ ბარკლები მარილწყალში და ქაფი მოხადეთ აუცილებლად.

როცა მოიხარშება (300 მლ ბულიონი შეინახეთ), მოაშორეთ კანი და ძვლები და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

შემდეგ გადაიტანეთ კონტეინერში, მოაყარეთ გახეხილი ნიორი, დაახურეთ სახურავი და შეანჯღრიეთ, რათა კარგად აირიოს ერთმანეთში. გადადგით გვერდზე.

2. ახლა ნაღების სოუსი მოამზადეთ:

გაადნეთ კარაქი ტაფაზე, დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და შუშეთ მაღალ ცეცხლზე, ვიდრე ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი.

3. ამის შემდეგ ძალიან ნელა, წვრილი ნაკადით ჩაასხით ბულიონი, თან ინტენსიურად ურიეთ, უმჯობესია - ხის კოვზით. მოაყარეთ მარილი პილპილი გემოვნებით და ჩაამატეთ არაჟანი. მიიყვენათ ადუღებამდე.

4. გადაასხით ქათამს ცხელი სოუსი, მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და მიიტანეთ სუფრასთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა