თეგებით ძიება

ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო 20 წვნიანს შორის დასახელდა - CNN

CNN Travel-ზე მსოფლიოს საუკეთესო წვნიანების შესახებ სტატია მოამზადეს, სადაც 20 საუკეთესო წვნიანს შორის, ქართული ხარჩოც მოხვდა.

სტატიაში ხარჩოს შესახებ წერია, რომ საქართველოში ამ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წვნიანს თავისებურ გემოს ტყემლის სოუსი სძენს. სწორედ ტყემლის სიმჟავე სძენს ამ მრავალფეროვნებას ცხიმიანი საქონლის ხორცითა და გატარებული ნიგვზით მომზადებული კერძს, თუმცა ხარჩოს განსაკუთრებულ არომატს, მაინც უცხო სუნელი ქმნის.

ოცეულში ასევე მოხვდა: უკრაინული ბორშჩი, ესპანური გასპაჩო, ფრანგული ბუიაბესი, ჩინური ლანჯოუ, მუსლიმურ ქვეყნებში პოპულარული ჩორბა და სხვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა