თეგებით ძიება

"თბილისი პრაიდის" აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შევიდა

"თბილისი პრაიდის" აკრძალვის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიდა.

"მთავარი არხის" ცნობით, სარჩელი ბავშვების სახელითაა შესული და ის პრაიდის დღის საათებში, ბავშვებისთვის ხელმოსაწვდომ ადგილებში აკრძალვას ითვალისწინებს.

მოსარჩელე ბავშვთა კონვენციასა და ბავშვების შესახებ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ეყრდნობა. ამბობს, რომ საქართველოში ბავშვის ინტერესი უფრო მაღალია, ვიდრე გამოხატვის თავისუფლება.

სარჩელი სასამართლოში 29 ივნისს შევიდა და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იყო პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების აკრძალვა. სარჩელი თავდაპირველად სასამართლომ დაახარვეზა,მ თუმცა ის ახლა ისევ სამართალწარმოებაშია ჩაშვებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა