თეგებით ძიება
04. 07. 2021 COVID - 19

როგორ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვაქცინა? - თამარ გაბუნია განმარტავს

ვაქცინაციის პორტალზე, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიბერშეტევა განხორციელდა, დაფიქსირებული ხარვეზები სრულად აღმოფხვრილი არ არის. შესაბამისად, მოქალაქეები ვაქცინაციაზე დარეგისტრირებას ჯერეც ვევრ ახერხებენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, მოქალაქეებმა ვაქცინაციის ცენტრებში უნდა დარეკონ, რათა დაჯავშნონ თავიანთი რიგი.

"მასობრივი ვაქცინაციის დაწყება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნისთვის რეგისტრაციის პორტალს ვიყენებთ, ასევე არსებობს სხვა ალტერნატიული გზა, 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროცესში ხვალ, ზეგ გახსნის თავის ქოლცენტრს, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ადგილზე დარეკონ და დაჯავშნონ რიგი, რაც საშუალებას მოგვცემს მოქალაქეებისთვის ადვილი იყოს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, დღეისთვის უკვე მობილიზებულია 300 ბრიგადა.

„თითოეულ ბრიგადას სულ დღეში შეუძლია 60 მოქალაქის აცრა, რაც არის საკმაოდ მაღალი რაოდენობა. სამედიცინო დაწესებულებების მიღმა, მოლებში ასევე მიმდინარეობს მზადება, „ლილო“ და „სითი მოლში“ არის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებული, „ჰუალინგში“ უკვე მოქმედებს ვაქცინაციის პროგრამა. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოთხოვნაზე და იმაზე, თუ რამდენად დაგვჭირდება დამატებითი სივრცეები“, – განაცხადა გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა