ნაჯახით შეიარაღებული კაცი პატრულს დაესხა თავს, მანამდე კი ეკლესია დაარბია
ნაჯახით შეიარაღებული პირი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაესხა თავს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, მანამდე მან ეკლესია დაარბია.
შემთხვევა ოზურგეთში მოხდა.
"მთავარი არხის" ცნობით კი, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველებმა 55 წლის კაცი ადგილზე დააკავეს.
უცნობია თავდასხმის მოტივი.