საქართველოში გერმანული ბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings შემოდის
საქართველოში გერმანული ბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings შემოდის. პირველი ავიარეისი დუსელდორფი-თბილისის მიმართულებით დღეს უკვე შეასრულა ავიაკომპანიამ.
გერმანიიდან ჩამოსულ 171 მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკის მინისტრი და მისი მოადგილე, გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, საავიაციო ხელისფულების წარმომადგენლები და ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა დახვდნენ.
ავიაკომაპანია მგზავრებს, დუსელდორფი-თბილისი-დუსელდორფის მიმართულებით ყოველ კვირას, 21 ივლისიდან კი ყოველ ოთხშაბათსა და კვირას მოემსახურება. ზაფხულის სანავიგაზიო სეზონის ბოლომდე ავიაკომპანია ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
ცნობისთვის, გერმანიის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ დროისთვის სამი ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 9 სიხშირით ასრულებს: Georgian Airways (Berlin); Lufthansa (Munich); Eurowings (Dusseldorf).