სამგზავრო მიკროავტობუსი ენგურში გადავარდა - შუახნის კაცს ამ დრომდე ეძებენ
მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის მონაკვეთთან სამგზავრო მიკროავტობუსი მდინარე ენგურში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალება მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
შემთხვევის დროს 50 წლის ასაკის მამაკაცი მიკროავტობუსში მარტო იმყოფებოდა. მამაკაცს მდინარეში ამ დრომდე ეძებენ.
სოფელ იდლიანის მკვიდრი მესტია-თბილისის სამარშუტო ხაზზე მუშაობდა.