თეგებით ძიება

რადიკალებმა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი და ფოტოგრაფი სცემეს

თბილისში "ღირსების მარშის" წინააღმდედგ ქუჩაში გამოსული რადიკალები "რადიო თავისუფლების" ჟურნალისა და ფოტოგრაფს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც თორნიკე მანდარია ყვება, პოლიცია იქვე იყო, თუმცა მათ არ დაეხმარა.

"ერთი ოფისიდან გადავდიოდით მეორეში, ვსხდეობით მანქანაში, უბრალოდ ოფისიდან გამოვედით და სანამ მანქანასთან მივედით, დაგვესხნენ თავს სიძულვილის ჯგუფები. ძალიან ბევრი ადამიანი იყო. პოლიცია იყო აქ და მოწოდებების მიუხედავად, არ გარყეულა. გვცემდნენ, ვითხოვდით დახმარებას, პოლიცია აქ იდგა და არ გარყეულა", - ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ რადიკალური ჯგუფები დღეს დილიდან "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ არიან ქუჩაში გამოსულები. ისინი გამოირჩევიან აგრესიით მედიის წარმომადგენლებისადმი. ისინი სხვადასხვა ტელეკომოანიის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაუზიანეს ტექნიკა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა