60-მდე ადამიანი ალყაშემორტყმულია რადიკალების მიერ შენობაში, შეუგდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, არიან დაჭრილებიც - ნიკა გვარამია
"მთავარი არხის" გენდირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 60-მდე ადამიანი ერთ-ერთ შენობაში ალყაშემორტყმულია რადიკალების მიერ.
"60-მდე ადამიანი შენობაშია ჩაკეტილი, მათ შორის ჩემი 2 ჟურნალისტი და პოლიტიკოსები.
ჩაუგდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, ჩემი ინფორმაციიტ, არიან დაჭრილებიც", - განაცხადა ნიკა გვარამიამ "მტავარი არხის" პირდაპირ ეთერში.
მან პრემიერს მოუწოდა გადადგომისკენ.
მისივე თქმით, ალყაშემიორტყმულმა ადამიანებმა დაურეკეს პოლიციას, თუმცა ისინი არ გამოცხადებულან.