1 407 ინფიცირება, 591 გამოჯანმრთელება, 10 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი, ხოლო 591 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 371 293-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 383 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 355 718 პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: 5 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.49 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.01 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.68%.