თეგებით ძიება

იპოთეკის პროგრამის დეტალები - პირველ და მეორე შვილზე სუბსიდირება – 6%, მესამეზე – 8%

უკვე ცნობილი ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან მოსახლეობას ამცნო, რომ მზადდება პროგრამა, რომლის მიხედვითაც, მოხდება იპოთეკური სესხის სუბსიდირება ოჯახებისთვის, რომელთაც შვილი შეეძინებათ, ან მრავალშვილიანები არიან. ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდური, 300 მლნ ლარზე მეტია.

პროგრამის დეტალებზე ეკონომიკისმ მინისტრმა, ნათია თურნავამ ისაუბრა.

„კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც ვიწყებთ, ეს „ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის“ პროგრამაა, რომელიც პრემიერის უშუალო ჩართულობით მოვამზადეთ.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლებათ ახალშობილი და მოინდომებენ თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, საკმაოდ სოლიდური დოზით, იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას გასწევს. აქ ჩვენ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას დღევანდელი მოცემულობით ბინისთვის აღებული სესხის სულ მცირე 6%-ს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე 8%-იან დაფინანსებაზე საუბარი, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება დაფინანსებული.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს მომავალზე ორიენტირებული პროგრამაა და როგორც კი ეს პროგრამა დამტკიცდება და ამოქმედდება, რაც უახლოეს პერიოდში მოხდება, ვფიქრობ, ამ პროგრამით ძალიან ბევრი ადამიანი და ოჯახი ისარგებლებს“, – განაცხადა მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა