თეგებით ძიება

ვაჟა სირაძე - პარლამენტთან აქცია დასრულებულია, ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას

აქცია დასრულებულია. პირველ რიგში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად კი ორივე დაპირისპირებულ მხარესთან საუბრის საფუძველზე, აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე მუშაობენ.

„პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე სიტუაცია დაარეგულიროს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ორი აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოდ გავიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. შესაბამისად, ჩვენ ორივე მხარესთან საუბარი გვქონდა. აქცია დასრულებულია. პირველ რიგში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას“, - განაცხადა სირაძემ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა