პარლამენტთან სპეცრაზმი გამოჩნდა
თბილისში,პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცდანიშნულების რაზმი რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა. სპეცრაზმის წარმომადგენლები ამ წუთებში ეკიპირებას ირგებენ.
ამასთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან აქცია დასრულებულია.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "მდუმარე აქცია" იმართებოდა, დემონსტრანტები სპეციალური მიკროავტობუსებით გაიყვანეს.
რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩება "მდუმარე აქციის" მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები.