1392 ინფიცირება, 531 გამოჯანმრთელება, 11 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1392 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი, ხოლო 531 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 372685-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5394 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 356780 პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: 7 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 3,65%, ბოლო 14 დღის - 3,17%, ბოლო 7 დღის - 3,7%-ია.