თეგებით ძიება

იტალიაში პოლიციამ საქართველოს მოქალაქე სუნამოების მოპარვის გამო დააკავა

იტალიაში ქალაქ იზერნიაში პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც ძვირადღირებული მაღაზიიდან სუნამოს 15 ფლაკონის მოპარვას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

მაღაზიის პერსონალმა სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც დახლებზე ძვირადღირებული პროდუქციის არარსებობა შენიშნეს, საქართველოს 30 წლის მოქალაქე კი ამ დროს, სალაროს გვერდის ავლით მაღაზიიდან გასვლას ცდილობდა.

რამდენიმე დღეში, იტალიის სასამართლო სასჯელის ზომაზე იმსჯელებს. სავარაუდოდ, ქართველ ქალბატონს ჯარიმის გადახდა პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით, მოუწევს და მას საემიგრაციო სამსახური სამშობლოში დეპორტით გამოგზავნის, რადგან დაკავებულს იტალიაში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა და ის არალეგალია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა