თეგებით ძიება

ივნისში სავალუტო რეზერვები $235 მილიონით შემცირდა

გასულ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 235 მილიონი დოლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 ივნისისთვის რეზერვების მთლიანმა მოცულობამ 3.92 მილიარდი დოლარი შეადგინა. მართალია, წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 302 მილიონი დოლარით არის გაზრდილი, მაგრამ წინა თვესთან შედარებით ის შემცირებულია.

2021 წლის ივნისში ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები არ განუხორციელებია, შესაბამისად, მათი შემცირების ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ განხორციელებული ფინანსური ოპერაციები იქნებოდა - მაგალითად, საგარეო ვალის დაფარვა ან თანხის ლარში კონვერტაცია.

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა განსაკუთრებული ტემპით 2020 წელს გაიზარდა, რაც მთავრობის მიერ საერთაშორისო დონორებისგან მოზიდული ფინანსური სახსრების დამსახურებაა. 2020 წელსვე ეროვნულმა ბანკმა ლარის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად სავალუტო რეზერვებიდან $873 მილიონი დოლარი გაყიდა. 2021 წელს კი სულ 7 აუქციონით $243 მილიონი დოლარი გაყიდა.

bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა