თეგებით ძიება

საქართველომ ევროპულ სასამართლოში წააგო საქმე, რომელიც მარიკა წივწივაძის მკვლელობას ეხება

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პოლიციამ ვერ დაიცვა ქალი გენდერული ნიშნით ძალადობისგან.

სტრასბურგმა დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მეორე მუხლი (სიცოცხლის უფლება) და მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის უფლება). სასამართლოს სარჩელით გარდაცვლილის დედამ, თალიკო თხელიძემ მიმართა. საქართველოს მოსარჩელისთვის 35 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.


"სასამართლომ დაადგინა, პოლიციას უნდა სცოდნოდა, რომ მოსარჩელის შვილი საფრთხეში იყო. სხვადასხვა დაცვის ღონისძიების მიუხედავად, რომლის მიღებაც სამართალდამცველებს შეეძლოთ, ვერ შეძლეს ქალის დაცვა გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციის უმოქმედობა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც სისტემური ჩავარდნა. არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა იმისა, რომ ჩატარებულიყო გამოძიება, იდგა თუ არა პოლიციის უმოქმედობის უკან გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია", — ნათქვამია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა