9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ სამყაროში ყველაზე მთავარია არ დავკარგოთ აწმყოს შეგრძნება, ნუ იცხოვრებთ ნურც წარსულით და ნურც მომავლით, დატკბით ამ რეალობით, მიეცით საკუთარ თავს სიამოვნების მიღების საშუალება.
კურო
სამსახურის საქმეებში გართულს არ დაგავიწყდეთ ოჯახის წევრებზე და თქვენთვის ძვირფას ადამიანებზე ზრუნვა, ახლა ისინი ამას ძალიან საჭიროებენ.
ტყუპები
იყავით ლაღი და პოზიტიური, ნუ გააფუჭებინებთ ხასიათს ირგვლივმყოფთა წუწუნს. გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ და გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი.
კირჩხიბი
მშვენიერი განწყობა გაქვთ, რაც სასიკეთოდ აისახება თქვენს საქმიანობაზეც. იყავით დაკვირვებული, შესაძლოა საბუთებთან მუშაობისას მნიშვნელოვანი დეტალი გამოგეპაროთ. არის დანაკარგების ალბათობა.
ლომი
დღეს განსაკუთრებული ლავირება და მოქნილობაა საჭირო. ნუ გაუშვებთ შანსებს ხელიდან, ყურადღება მიაქციეთ შეგრძნებებსა და ინტუიციასაც. მიუჩინეთ ყველას და ყველაფერს თავის ადგილი.
ქალწული
იყავით წინდახედული, გააანალიზეთ ის მოვლენები რომლებიც თქვენს ირგვლივ ვითარდება. ნებისმიერ სიტუაციაში ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას.
სასწორი
შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ ისაუბრებთ თქვენს გეგმებსა და მიზნებზე, იმოქმედეთ აუჩქარებლივ, ახლა ბევრია დამოკიდებული თქვენს გონიერებასა და ძალისხმევაზე.
მორიელი
იყავით გულისხმიერი, საქმიან ფერხულში ჩართულს არ დაგავიწყდეთ თქვენი ახლობელი ადამიანები, გაუზიარეთ მათ სიყვარული, ეს ემოცია დაგმუხტავთ ახალი ენერგიებით და თქვენს განწყობასაც აამაღლებს.
მშვილდოსანი
წარმატებული დღეა, იმოქმედეთ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეინარჩნეთ სიმშვიდე და იყავით მადლიერი და გულისხმიერი გარშემომყოფთა მიმართ.
თხის რქა
საინტერესო დღეა, დააკვირდით თქვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს. იმოქმედეთ გონივრულად, ზედაპირულად ნუ ენდობით ადამიანებს.
მერწყული
იჩქარეთ ნელა, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, დააკვირდით თქვენს ირგვლივ ადამიანებს, გაფილტრეთ გარემომცველი წრე, გადაანაწილეთ პრიორიტეტები.
თევზები
თქვენში მატულობს პასუხისმგებლობის გრძნობა, ნუ გამოიფიტებით, პერიოდული დასვენება აუცილებელია, საღამო სასურველია ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატაროთ.