თეგებით ძიება

"მოძღვართან პურის მისატანად მივდიოდი, გამექცა მოტოციკლი, ვიგინებოდი, რადგან ვეღარ ვაჩერებდი, არ ვარ ჟურნალისტების მიმართ აგრესიული..." - რას ამბობს ძალადობაში ბრალდებული

ჩემ მოძღვარს მოვკარი თვალი და მასთან პურის მისატანად მივდიოდი, გამექცა მოტოციკლი, ვიგინებოდი და ვყვიროდი, რადგან მივხვდი, რომ ვეღარ ვაჩერებდი, შევარდნისას რატომღაც ერთ-ერთი ოპერატორი წიხლებით შემომახტა, - ამას
აცხადებს თავის ჩვენებაში ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული, ზაზა ჭაავა, რომელიც 5 ივლისს მოტოციკლით ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დაეჯახა.

ჭაავას თქმით, თუ თვლიან, რომ მან ჟურნალისტებზე იძალადა, ის საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

"ჩემ მეუღლეს ჟურნალისტიკა აქვს დამთავრებული და ასე თუ ისე შეხება აქვს ამ სფეროსთან, დედა მყავს ავადმყოფი და წამლებს ვაწვდი ყოველდღიურად. მარცხენა ხელი არ მაქვს და ავარიის შედეგად მარჯვენა ფეხი არ მაქვს, ძვლების ნაცვლად რაღაც მიზის. სადაც ჟურნალისტებში შევვარდი ჩემი მიზანი მათი დაზიანება არ იყო. ტრანსპორტმა მიმტყუნა, ვინც მოპედს მართავს, იცის რაზეც ვსაუბრობ, ახალი გადაწყობილი მქონდა მუხრუჭი, ჩემ მოძღვარს მოვკარი თვალი და მასთან პურის მისატანად მივდიოდი, გამექცა მოტოციკლი, გაზიც გაიჭედა, ვიგინებოდი და ვყვიროდი, რადგან მივხვდი, რომ ვეღარ ვაჩერებდი, შევარდნისას რატომღაც ერთ-ერთი ოპერატორი წიხლებით შემომახტა მკერდზე, რადგან ისევ გაზს მივაწექი, იქნებ აიშვას-მეთქი. თუ ეს ხალხი თვლის, რომ მე ვიძალადე ჟურნალისტებზე და ასე მწირავენ, მე მაინც საზოგადოებას ბოდიშს მივუხდი ამისთვის. თუ რომელიმე ჟურნალისტი თვლის, რომ ვიძალადე, ამაზე ვაგებ პასუხს. მე არ ვარ ჟურნალისტების მიმართ აგრესიული. რაც შეეხება ლგბტ მსვლელობას და მათი თანაცხოვრების საქართველოში დაფუძნებას, არ ვემხრობი, ქრისტიანი ვარ",- ამბობს ჭაავა ჩვენებაში.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულ 3 პირს დღეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

mtavari.tv


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა