კაცი 10 წლის გოგოს პორნოგრაფიულ ვიდეოს აყურებინებდა და სასქესო ორგანოზე ეხებოდა - სავარაუდო გარყვნილი ქმედება ბათუმში
სავარაუდო სექსუალური სახის გარყვნილი ქმედება ბათუმში - გავრცელებული ინფორმაციით, კაცი 10 წლის გოგოს პორნოგრაფიულ ვიდეოს აყურებინებდა და სასქესო ორგანოზე ეხებოდა.
ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არასრულწლოვანი ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარი იყო, ამჟამად კი ეს ფონდი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშაა.
ფონდის წარმომადგენლის ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა არასრულწლოვანი, ასევე სავარაუდო დამნაშავე. მამაკაცი ბავშვის ოჯახის ახლობელია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.