თეგებით ძიება

ვანდალიზმის გამო, უცნობმა ჯარიმა გადაიხადა

9 აპრილს ჩადენილი ვანდალიზმის გამო, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა ჯარიმა გადაიხადა. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, გაჩეჩილაძემ 1000 ლარი 1-ელ ივლისს გადარიცხა.

მერიამ "უცნობის" 1000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება თითქმის 2 თვის შემდეგ მიიღო და საჯარიმო ქვითარი 2 ივნისს გაუგზავნა.

გია გაჩეჩილაძემ 9 აპრილს " საქართველოს მარადისობის დღე" დააფუძნა, აქცია გამართა ოპოზიციის აქციების წინააღმდეგ და პატრიარქის მხარდასაჭერად და წარწერაც პულვერიზატორით ამ აქციის მსვლელობისას გააკეთა. "ღმერთი სიყვარული არს", ესაა სიტყვები, რომელიც "უცნობის" სახელით ცნობილმა მომღერალმა ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გააკეთა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა