თეგებით ძიება

"სირცხვილია" განცხადებას ავრცელებს

"სირცხვილია" განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს შსს-ს, გამოკითხონ ორგანიზაციის ის წევრები, რომლებიც მოძრაობის ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ.

"“სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმის საქმეზე ჩვენ უფლებებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო დაიცავს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისს, რა დროსაც ცდილობდნენ მასში შეჭრასა და დარბევას. თავდამსხმელებმა დააზიანეს ორგანიზაციის ოფისის სადარბაზოს შიდა ინფრასტრუქტურა; შეიჭრნენ კორპუსის მაცხოვრებლების კერძო საკუთრებაში; პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს.

მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს. თუმცა, ამ დრომდე, შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს ორგანიზაციის წევრები არ გამოუკითხავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ გამოკითხონ ჩვენი ორგანიზაციის ის წევრები, რომლებიც თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ.

ასევე, თავდამსხმელების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დროულად ჩაატარონ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა