თეგებით ძიება

რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში?

პანდემიის დაწყების შემდეგ ტურისტების რეკორდული რაოდენობა - 146.6 ათასი ვიზიტორი დაფიქსირდა 2021 წლის ივნისში საქართველოში.

წინა წელთან შედარებით ვიზიტორების ეს ნაკადი 287%-ით მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, გასული თვის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 76,946 ვიზიტორი საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.

რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი:
1. თურქეთი - 29,606 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 87,0%
2. ისრაელი - 15,837 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3432%
3. უკრაინა - 15,493 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1324%
4. რუსეთი - 14,967 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 332%
5. სომხეთი - 13,342 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 68,7%
6. საქართველო (არარეზიდენტი) - 10,863 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 372,5%
7. ყაზახეთი - 7,328 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1374,4%
8. აზერბაიჯანი - 6,900 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 92,2%
9. საუდის არაბეთი - 6,046 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან
10. ბელარუსი - 3,809 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 381,5%
11. უზბეკეთი - 2,772 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 181,7%
12. პოლონეთი - 1,793 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5173,5%
13. აშშ - 1,709 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3251,0%
14. გერმანია - 1,633 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2412,3%
15. ირანი - 1,352 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3554,1%

ტურიზმის შედარებითი აღდგენის მიუხედავად, მისი მოცულობა პანდემიამდელ პერიოდთან (2019 წლის ივნისთან) შედარებით 80%-ით ნაკლებია ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ივნისში ვიიზტორთა ნაკადი 2019 წლის 20%-ის დონეზე აღდგა.

2020 წელს საქართველოში ტურიზმის შემოსავალი 80%-ით შემცირდა, რის შედეგადაც ქვეყანამ 2019 წელთან შედარებით 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა. 2021 წლის პირველ 5 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან მხოლოდ $177 მილიონი მიიღო.

bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა