თეგებით ძიება
09. 07. 2021 COVID - 19

1108 ინფიცირება, 714 გამოჯანმრთელება, 7 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1108 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი, ხოლო 714 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 374836-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5421 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 357804 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,64%, ბოლო 14 დღის - 3,47%, ბოლო 7 დღის - 3,89%-ია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა