თეგებით ძიება
09. 07. 2021 COVID - 19

იგეგმება თუ არა გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო რეგულაციების გამკაცრება? – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ვებინარზე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია.

„გამკაცრებამდე ყველამ უნდა დავიცვათ წესები და რეკომენდაციები, თუ არ გვინდა რომ შეზღუდვები დაწესდეს კვლავ. ეს რეკომენდაციები გახლავთ ის 5 წესი, რასაც ხშირად ვასახელებთ. შიდა სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელია. თუ გარე სივრცეში ხდება დიდი თავშეყრა, აუცილებელია პირბადის გამოყენება. ასევე მნიშვნელოვანია მოვერიდოთ დიდ თავშეყრებს“ – აცხადებს გამყრელიძე.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, მაშინ შეზღუდვების დაწესება არ გახდება საჭირო.

„საკოორდინაციოზე აუცილებლად გავაჟღერებთ, რომ კონფერენციებზე, სემინარებსა და ტრენინგებზე მხოლოდ დაუშვან 2-ჯერადად აცრილი ადამიანები. ეს არ არის „ქართული ველოსიპედი“, ბევრ ქვეყანაში ეს ხორციელდება.

თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, აქტიურად იქნება ვაქცინაცია მაშინ არ მოგვიწევს ახალი შეზღუდვების დაწესება.

თუ შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა ნახტომისებურად, მაშინ რა თქმა უნდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააყენებს საკითხს საკოორდინაციო საბჭოზე“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა