ლარი მცირედით გაუფასურდა – ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1455 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1446 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.09 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.7309 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7207 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.02 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3625 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.3436 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 10 ივლისიდან შევა ძალაში.