საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.06%-ია
საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,06%, ბოლო 14 დღის – 3,67%, ბოლო 7 დღის – 4,07%.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 423 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 33 629 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 883, „პისიარ“ ტესტით – 15 746.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 376 200 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 358 227 გამოჯანმრთელდა, 5 443 კი, გარდაიცვალა.