თეგებით ძიება

სავარაუდო სექსუალური ძალადობა 10 წლის ბიჭზე - რა მოხდა ბათუმში?

ბათუმში არასრულწლოვანთა შორის გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაზარალებულია 10 წლის მოზარდი, რომელსაც ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

მეოთხეკლასელი ბიჭის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი სავარაუდო მოძალადეს იცნობს. დედა ამბობს, რომ საჯარო სკოლის შენობასთან ადგილობრივმა მისი შვილი შიშველი სხვა არასრულწლოვანთან ერთად დაინახა და ფაქტის შესახებ თვითმხილველმა მოზარდის ოჯახსა და მანდატურის სამსახურს აცნობა.

მოზარდი მოწმის სახით უკვე გამოიკითხა. სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ ფაქტის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის და ამ დრომდე არც სამართალდამცველებს დაუკითხავთ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა