თეგებით ძიება

რატომ არ შეიძლება კოვიდაცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღება?

რატომ არ შეიძლება კოვიდაცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღება? - სპირტიანი სასმელების მიღებამ შეიძლება დათრგუნოს იმუნიტეტი, ანუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ნორმალური დაცვა შეიძლება არ ჩამოყალიბდეს.

ეს თეზისი დაადასტურა კვლევამ, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა აშშ-ს ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ნაციონალური ცენტრისა და ა.შ.შ-ს ნაციონალური სამედიცინო ბიბლიოთეკის საიტზე. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლით ზიანდება არა მარტო ერითროციტები, არამედ იმუნური უჯრედებიც. ისინი ვერ ასწრებენ ბოლომდე მომწიფებას და იღუპებიან.

არსებობს უტყუარი მონაცემები, რომ ვაქცინაციის შემდეგ, ვიდრე ორგანიზმში ჩამოყალიბდება იმუნური რეაქციები, ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარემოს ზემოქმედებისადმი. ალკოჰოლის მცირე დოზამაც კი შეიძლება მოახდინოს ღვიძლთან და კუჭუკანა ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემების პროვოცირება. იგივე მიზეზით აცრის შემდეგ, არაა რეკომენდებული გადაციება და გადახურება.

კიდევ ერთი მიზეზი, ვაქცინაციისას, ალკოჰოლზე უარის თქმისა არის ის, რომ არსებობს ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი. შეიძლება განვითარეს ანაფილაქსიური შოკი და ლეტალური გამოსვალიც კი.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ვაქცინაცია არაეფექტურია ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების შემთხვევაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ალკოჰოლის დიდი დოზები თრგუნავენ იმუნიტეტს. ისინი მიუთითებენ ზღვრულ დოზას: დღეში 60 მლ და 50 მლ ეთანოლი მამაკაცებისა და ქალებისათვის შესაბამისად, რაც შედის 150 გ არაყის, 1,5 ლ ლუდის ან 0,5 ლ ღვინის შემადგენლობაში.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა