ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1429 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1455 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.26 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7240 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7309 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.69 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3638 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.3529 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 13 ივლისიდან შევა ძალაში.