13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
მეტი ყურადღება დაუთმეთ დასვენებას, თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვისგან, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, გადაანაწილეთ საქმეები გონივრულად.
კურო
დიდია ილუზიებისა და ტყუილების ალბათობა. შემოიფარგლეთ მხოლოდ რუტინული საქმიანობით, როგორცსამსახურეობრივ, ასევე საოჯახო საკითხებში.
ტყუპები
თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში. მეტად დაისვენეთ და მხოლოდ ახლობელი ადამიანების გარემოცვაში მიეცით თავს განტვირთვის საშუალება.
კირჩხიბი
ოჯახის წევრების მიმართ მეტი გულისხმიერება გამოიჩინეთ, ნუ ჩაერთვებით კონფლიქტებში, აკეთეთ მხოლოდ თქვენი საქმე, საღამოს კი წყლის პროცედურები დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში.
ლომი
იყავით დაკვირვებული საბუთებთან, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ნუ წამოიწყებთ ნურაფერს ახალს, ეცადეთ დაასრულოთ დაწყებული საქმეები და შემდეგ კი შესაფერისად, მეფურად დაისვენეთ.
ქალწული
დაფიქრდით გარემომცველ სიტუაციებზე, იმაზე რაც ხდება თქვენს გარშემო, გააანალიზეთ გულდასმით ყოველი სირთულე. დაიწყეთ ცვლილებები თუნდაც სულ მცირე ნაბიჯებით.
სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების დალაგებას, თქვენს პარტნიორს, შექმენით მყუდრო გარემო თქვენს სამსახურში, შეიტანეთ კომფორტულობა თქვენს სივრცეში, ნებისმიერ სფეროში.
მორიელი
გაღიზიანებისა და შფოთის მოსახსნელად მიმართეთ წყლის პროცედურებს, არომათერაპიას, დაკავდით მედიტაციით, ახლა ბრძოლისა და გარჩევებისთვის შესაფერისი დრო არ არის.
მშვილდოსანი
ნუ ჩაიკეტებით სახლში, დინამიკა და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა სასიკეთოდ აისახება როგორც თქვენს განწყობაზე ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. პირადი საკითხების მოგვარება სხვა დროისთვის გადადეთ.
თხის რქა
გამოიჩინეთ კეთილგონიერება, იყავით ზომიერი და თანმიმდევრული ადამიანების შეფასებისას, ნუ გაანაწყენებთ მათ. იაქტიურეთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, მაგრამ ნუ გადაამეტებთ.
მერწყული
საქმიანი დღეა, სასიკეთოდ წარიმართება მოლაპარაკებები და შეხვედრებიც, თუმცა მთავარია დაანახოთ თანამოაზრეებს, რომ გაქვთ ახლებური ხედვა და ნებისმიერ საკითხს ორიგინალურად უდგებით.
თევზები
დაკავდით ყოველდღიური საქმეებით, სიახლეების დრო ახლა არ არის, დიდია (თვით) მოტყუების ალბათობა, გადაამოწმეთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია. დაეხმარეთ ახლობლებს რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში.