თეგებით ძიება

პური 10-15 თეთრით გაძვირდა

პური 10-15 თეთრით გაძვირდა, რისი მიზეზიც ფქვილის სუბსიდირების პროგრამის ამოწურვაა.

პურის ფასი ზრდის მიმართულებით 10-მდე მსხვილმა მწარმოებელმა დააკორექტირა.

15 თეთრიან ფასნამატში პური მწარმოებლების კომპანიების მიერ მომატებული ფასი 10 თეთრს შეადგენს, დამატებით 5 თეთრით კი პური მაღაზიების ნაწილმა თავად გააძვირა.


შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივლისს ფქვილის სუბსიდირების პროგრამა დასრულდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში, ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს. სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებული იქნება ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოახდინოს არაუმეტეს 53 ლარად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა