16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
დიდი ხნის გადაუჭრელი საკითხები შესაძლოა სწორედ დღეს მოაგვაროთ, მთავარია საქმეების მსვლელობისას გამორიცხოთ ყველა მოსალოდნელი არასასურველი ფაქტორი, რომელიც წარმატებაში შეგიშლით ხელს.
კურო
მცირე საჩუქარიც კი დიდ აღტაცებას გამოიწვევს თქვენში და საოცრად პოზიტიური მუხტით აგავსებთ, ყველა საქმე წარმატებული და პერსპექტიული იქნება, გზა ხსნილია თქვენი შესაძლებლობებისთვის.
ტყუპები
შესაძლოა თქვენს გეგმებში კორექტივების შეტანა გახდეს საჭირო, ფინანსურ საკითხებში გაუგებრობების გამო მნიშნელოვანი საქმეები სჯობს უკეთეს პერიოდამდე გადადოთ.
კირჩხიბი
დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ უსიამოვნო მითქმა-მოთქმასთან გასამკლავებლად, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს ფარდა აეხდება, გაიგებთ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რა სტრატეგიით მოქმედებს.
ლომი
ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს, დღეს სასიკეთო იქნება ფიზიკური აქტივობა, მხოლოდ ასე შეძლებთ შინაგან მღელვარებას გაუმკლავდეთ და შეცდომებს აარიდოთ თავი.
ქალწული
გარემოებებმა შესაძლოა ცხოვრებაზე დაგაფიქოთ. სწორედ ახლა გაუჩნდება ყველას სურვილი მყუდროება დაგირღვიონ, ამიტომ ეცადეთ გათიშოთ საკომუნიკაციო საშალებები და საკუთარ თავთან განმარტოვდეთ.
სასწორი
ნუ აჰყვებით უიმედობას და ირწმუნეთ საკუთარი თავის, ირგვლივმყოფი ადამიანების ყურადღება და თანადგომა მხოლოდ უანგარო პატივისცემის გამოხატულებაა თქვენდამი და ამით უნდა იამაყოთ.
მორიელი
მოზღვავებული ძალების ფონზე ნუ შეეცდებით მრავალ საქმეს ერთდროულად შეეჭიდოთ, გააკეთეთ მთავარი და ძირითადი, წვრილმან და უმნიშვნელო საკითხებზე ნუ დაიფანტებით, რათა მიიღოთ საუკეთესო შედეგები.
მშვილდოსანი
მოულოდნელი საფრთხის ალბათობაა გარემოებებიდან გამომდინარე, თუ სრულიად დარწმუნებული არ ხართ საკუთარ თავში სჯობს განმარტოვდეთ და შეხვედრებს მოერიდოთ. მოერიდეთ ასევე სარისკო ქმედებებს.
თხის რქა
იყავით ფხზილად, იმოქმედეთ საღი გონებით ნებისმიერ საქმეში, იქნება ეს სამსახური თუ საოჯახო საკითხები, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, აიმაღლეთ ენერგო-ტონუსი.
მერწყული
დიდი ალბათობით ყველას ადვილად მოინადირებთ და საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცევთ, მოიფიქრეთ საინტერესო იდეები, გაერთეთ მეგობრებთან ერთად ბუნების წიაღში. სიფრთხილე გამოიჩნეთ ცხოველებთან.
თევზები
იყავით გაბედული და მეტი სითამამე გამოიჩინეთ არჩეულ მიზნებთან მიმავალ გზებზე. მალე დარწმუნდებით მიღწეული გადაწყვეტილებების სისწორეში, იმოქმედეთ, გადადგით უფრო მტკიცე ნაბიჯები.