ყავა კოვიდინფიცირების რისკებს ამცირებს - ახალი კვლევა
ყავის რეგულარული მოხმარებით ქვეითდება COVID-19-ით დაავადების ალბათობა, - ამის შესახებ საუბარია ილიონისის შტატის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევაში.
კვლევის ავტორების განმარტებით, მათ, ვინც დღეში ერთ ან მეტ ფინჯან ყავას სვამს, კორონავირუსით დასნებოვნების რისკი 10%-ით დაბალი აქვთ, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ამ სასმელს საერთოდ არ ღებულობს. პნევმონიის განვითარების რისკიც დაბალი აღმოჩნდა ყავის ხანდაზმულ მოყვარულებს შორის.
მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ყავის მოხმარება დაკავშირებულია ისეთ ბიომარკერებთან როგორიცაა CRP (С-რეაქტიული ცილა), ინტერკლეიკინ-6 და მათ დადებით გავლენასთან COVID-19-ის მიმდინარეობაზე.
მკვლევარების აზრით, ყავის იმუნომასტიმულირებელი ეფექტი დამატებით შესწავლას საჭიროებს.
მეცნიერების დასკვნით, მათი შედეგები
ამტკიცებს იმ ჰიპოთეზას, რომ კვების ფაქტორებმა შესაძლებელია იმოქმედოს იმუნური სისტემის ცალკეულ ასპექტებზე, შესაბამისად COVID-19-ის მიმართ მგრძნობელობაზეც.
ცალკეული კვებითი ჩვევების დაცვა შესაძლებელია აღმოჩნდეს დამატებითი იარაღი არსებულ რეკომენდაციებთან ერთად COVID-19-ისგან დაცვის თვალსაზრისით. რაც ამ ვირუსის გავრცელების შეზღუდვის წინაპირობა იქნება.
mkurnali.ge