თეგებით ძიება
24. 07. 2021 COVID - 19

კოვიდინფიცირებული ჩვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

ციციშვილის კლინიკაში მართვითი სუნთქვის აპარატზე მყოფი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორნა, მაია ჩხაიძემ განაცახად, მცირეწლოვანი, რომელიც მართვითი სუნთქვის აპარატზე სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, დღეს აპარატიდან მოხსნეს.

„ერთი ჩვილი, რომელიც სამი კვირის განმავლობაში სუნთქვის აპარატზე იყო, მოვხსენით. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მკურნალობა სჭირდება, მაგრამ ამჟამად სატურაციას და სხვა პარამეტრებს ნორმალურს უჩვენებს. მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა